თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,69%-ით შემცირდა და 91,11 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 5,88%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 97,81 პუნქტის ფასით, 8,38% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,24%-ით გაიზარდა.
„საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,38%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 6,65% მოგებით 88,33 პუნქტის ფასით.
აქციებით ვაჭრობა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 4,51%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 27,55 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 241 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 26,7–29,1 ფუნტის დიაპაზონში.
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში გაიზარდა 0,99%-ით და ერთ აქციაზე 8,15 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 349 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 8,02–8,35 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში შემცირდა 9,46%-ით და 23,45 ფუნტი შეადგინა ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 268 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 21,85–26,0 ფუნტის დიაპაზონში.