თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები 2022 წელს საზღვარგარეთ 2,2 მილიონჯერ გავიდნენ, რაც 2021 წლის მაჩვენებლებზე 3,7-ჯერ მეტია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
გასვლითი ვიზიტების უმეტესობა (46,8%) 31-50 წლის რეზიდენტებმა განახორციელეს.
ტურისტული ვიზიტების საერთო რაოდენობა შედგენს 944,2 ათასს, რაც 99,4%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. ვიზიტების ნახევარზე მეტი განხორციელდა თურქეთში – 54,1%. მეორე ადგილზეა რუსეთი – 14,2%-ით, შემდეგ მოდის ევროკავშირის ქვეყნები – 10,9%-ით.
ამასთან, ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა, პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობა.
რამდენი ფული დახარჯეს ტურისტებმა საქართველოდან უცხოეთში 2022 წელს
ვიზიტის მიზანი | ტურისტების რაოდენობა, ათასი | წილი ტურისტების საერთო რაოდენობაში, % |
შოპინგი | 695,9 | 41,1 |
ნაცნობებთან სტუმრობა | 375,1 | 22,2 |
პროფესიული საქმიანობა | 322,1 | 19,0 |
დასვენება | 210,0 | 12,4 |
მკურნალობა | 43,4 | 2,6 |
სხვა | 46,7 | 2,8 |
საქართველოს მოქალაქეებმა 2022 წელს საზღვარგარეთ 1,8 მილიარდი ლარი დახარჯეს. თითოეული ქართველი მოგზაური ვიზიტისას დღე-ღამეში საშუალოდ ათას ლარზე ცოტა მეტს ხარჯავდა. ყველაზე მეტი თანხა ქართველმა ტურისტებმა დახარჯეს შოპინგზე, საკვებსა და სასმელზე, განთავსებაზე.
საქართველოს მოქალაქეების ხარჯები საზღვარგარეთ 2022 წელს
რაზე დახარჯეს | ხარჯი, მლნ ლარი | წილი მთლიან ხარჯში, % | ხარჯები ვიზიტზე, % |
საყიდლები | 759,8 | 41,6 | 448,7 |
კვება | 552,1 | 30,2 | 326,1 |
ცხოვრება | 255,9 | 14,0 | 151,1 |
ადგილობრივი ტრანსპორტი | 173,6 | 9,5 | 102,5 |
კულტურა, ექსკურსიები | 52,1 | 2,9 | 30,8 |
სხვა ხარჯები | 32,8 | 1,8 | 19,4 |
საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვი საქართველოში 2022 წელს 188,5%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით. პანდემიამდელ პერიოდთან მაჩვენებლები აღდგენილია 58%-ით.
უცხოელებიდან შემოსულმა შემოსავლებმა 2022 წელს 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, 2021 წელთან შედარებით შემოსავლები 182,4%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, შემოსავლებმა 2022 წელს 7,6%-ით გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს, როდესაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების პიკი იყო.