თურქეთში მიწისქვეშა ბიძგები გრძელდება

ეპიცენტრი ქალაქ ანტაქიიდან 25 კილომეტრში მდებარეობს, სადაც დაახლოებით 210 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
Sputnik
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. კვირას, დილით თურქეთის სამხრეთით, სირიის საზღვართან 4,4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.
ევროპის სეისმოლოგიური ცენტრის(EMSC) ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ ანტაქიიდან 25 კილომეტრში მდებარეობს, სადაც დაახლოებით 210 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ბიძგების კერა 2 კმ სიღრმეში იყო.
ინფორმაცია დაშავებულების ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
თურქეთი ჯერ კიდევ ებრძვის 6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრების შედეგებს. უამრავი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ბოლო ინფორმაციით, მიწისძვრას თურქეთში ემსხვერპლა 43,5 ათასზე მეტი ადამიანი. დაზარალებულ 11 პროვინციაში 118 ათასზე მეტი შენობა დაინგრა ან გამოცხადდა ავარიულად და მათი დანგრევა მოხდება. სირიაში მსხვერპლის რაოდენობა 8,5 ათასია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს