თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბრისას თურქ კოლეგას რეჯეფ თაიიფ ერდოღანს იუბილე მიულოცა, ნათქვამია კრემლის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების განვითარებაში ერდოღანის პირად წვლილი.
მხარეები ასევე შეეხნენ ორმხრივი დღის წესრიგის რამდენიმე აქტუალურ საკითხს.
დაბადების დღესთან დაკავშირებით რუსეთის ლიდერმა თურქეთის პრეზიდენტს მისალოცი ტელეგრამა გაუგზავნა.
„რუსეთი აფასებს თქვენს პირად წვლილს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის განმტკიცებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ორმხრივად მომგებიანი ერთობლივი პროექტების სისტემატურ განხორციელებას, გავაგრძელებთ ძალისხმევის კოორდინაციას რეგიონული და გლობალური დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში“, - ნათქვამია ტელეგრამაში.
26 თებერვალს ერდოღანს 69 წელი შეუსრულდა.