თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. თბილისში, ორთაჭალაში მშენებარე კორპუსში ხანძარი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი მშენებარე კორპუსის ერთ-ერთ სართულზე გაჩნდა და პოლიეთილენის მილებზე გავრცელდა.
ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უკვე ჩაერთნენ ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში.
სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანები შენობიდან სრულად გამოიყვანეს.
რა გახდა ხანძრის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.