თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. მოსკოვი მაღალ შეფასებას აძლევს ჩინელი მეგობრების გულწრფელ მისწრაფებას, შეიტანონ წვლილი უკრაინაში კონფლიქტის მშვიდოაბიანი გზით მოგვარებაში, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეიარაღებული კონფლიქტის მოგვარების გეგმაწარმოადგინა, რომელიც უწყების ვებ–გვერდზე განთავსდა.
„ვიზიარებთ პეკინის მოსაზრებებს. ერთგული ვართ გაეროს წესდების პრინციპების, საერთაშორისო სამართლის ნორმების, მათ შორის, ჰუმანიტარული, უსაფრთხოების განუყოფლობის დაცვის, რომლის თანახმად ერთი ქვეყნის უსაფრთხოება არ უნდა გამტკიცდეს სხვა ქვეყნის უსაფრთხოების საზიანოდ, რაც მისაღებია ქვეყნების ცალკეული ჯგუფების უსაფრთხოების მიმართაც“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
როგორც სამინისტროში აღნიშნეს, რუსეთი მხარს უჭერს ჩინეთის პოზიციას და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ნებისმიერ არასანქცირებულ შემზღუდავ ზომას უკანონოდ მიიჩნევს.
„ესაა არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და ეკონომიკური ომის უხეში იარაღი“, – აღნიშნეს საგარეო უწყებაში.
სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვი ღიაა, რომ მიაღწიოს სპეცოპერაციის ყველა მიზანს დიპლომატიური გზით. ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ დასავლეთის ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ შეიარაღების მიწოდება და დაქირავებული მებრძოლების გაგზავნა უკრაინაში.
ჩინეთის საგარეო უწყების მიერ მომზადებული დოკუმენტი შეიცავს 12 პუნქტს, რომლებიც, პეკინის აზრით, ხელს შეუწყობს საომარი მოქმედებების დასრულებას.
1.
ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის პატივისცემა;2.
ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმა;3.
საომარი მოქმედებების შეწყვეტა;4.
სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება;5.
ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარება;6.
სამოქალაქო პირებისა და სამხედრო ტყვეების დაცვა;7.
ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;8.
სტრატეგიული რისკების შემცირება;9.
მარცვლეულის გარიგების გარანტირება;10.
ცალმხრივი სანქციების შეწყვეტა;11.
წარმოებისა და მიწოდებების ჯაჭვის სტაბილურობის უზრუნველყოფა;12.
ომის შემდგომი აღდგენის ხელშეწყობა.ჩინეთის სამშვიდობო გეგმის გამოქვეყნება რუსეთ-უკრაინას შორის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების წლისთავს დაემთხვა.