მსოფლიო დღეს

ჩინეთმა 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა გამოაქვეყნა

Sputnik
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეიარაღებული კონფლიქტის მოგვარების გეგმა წარმოადგინა.
დოკუმენტი შეიცავს 12 პუნქტს, რომლებიც, პეკინის აზრით, ხელს შეუწყობს საომარი მოქმედებების დასრულებას.
ეს პუნქტებია:
1.
ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის პატივისცემა;
2.
ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმა;
3.
საომარი მოქმედებების შეწყვეტა;
4.
სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება;
5.
ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარება;
6.
სამოქალაქო პირებისა და სამხედრო ტყვეების დაცვა;
7.
ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
8.
სტრატეგიული რისკების შემცირება;
9.
მარცვლეულის გარიგების გარანტირება;
10.
ცალმხრივი სანქციების შეწყვეტა;
11.
წარმოებისა და მიწოდებების ჯაჭვის სტაბილურობის უზრუნველყოფა;
12.
ომის შემდგომი აღდგენის ხელშეწყობა.
ჩინეთის სამშვიდობო გეგმის გამოქვეყნება რუსეთ-უკრაინას შორის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების წლისთავს დაემთხვა.
რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უკრაინის „დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის“ მიზნით. როგორც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, სპეცოპერაციის საბოლოო მიზანი დონბასის გათავისუფლება და იმგვარი პირობების შექმნაა, რომლებიც თავად რუსეთის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.