მსოფლიო დღეს

გერმანიის უდიდესმა გაზის კომპანიამ „ჩრდილოეთის ნაკადებში“ თავისი წილი მთლიანად ჩამოწერა

Sputnik
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. გერმანულმა უდიდესმა გაზ-ნავთობკომპანია Wintershall Dea-მ მთლიანად ჩამოწერა თავისი წილი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადებიდან“, რომლებზეც გასული წლის სექტემბერში დივერსია მოხდა და მწყობრიდან გამოვიდა.

„გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, შეუძლებელია გაზსატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენის ვადებისა და ხარჯების პროგნოზირება. შესაბამისად, Wintershall Dea-მ სრულად ჩამოწერა თავისი ინვესტიციები“, — ნათქვამია კომპანიის წლიურ ანგარიშში.

მანამდე, გასული წლის ოქტომბერში, დივერსიიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ Wintershall-მა განაცხადა, რომ 2022 წლის მესამე კვარტალში ოპერატორ Nord Stream AG-ში თავისი წილი 15,5%-ით შეამცირა.
Nord Stream AG გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადების“ მესაკუთრეა, რომლის წილებსაც ფლობენ: „გაზპრომი“ (51%), Wintershall Dea AG (15%), PEG Infrastruktur AG (15,5%), N.V. Nederlandse Gasunie (9%) და Engie (9%).