თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. თურქეთის პროვინცია ჰათაიში 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, იუწყება ტელეკომპანია TRT Haber.
„სასწრაფოდ: 5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ჰათაის დეფნეს რაიონში“, – იუწყება ტელეარხი.
თურქეთი უკვე ორ კვირაზე მეტია ებრძვის 6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრების შედეგებს. უამრავი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ბოლო ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში 42 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სირიაში – 8,5 ათასი. ნანგრევებიდან 114 ათასზე მეტი ადამიანი ამოიყვანეს.