თავს პოლიციელებად ასაღებდნენ: პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, დამნაშავეთა წრე გაფართოვდეს.
Sputnik
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. პოლონურმა პოლიციამ ქალაქ პოზნანში ოთხი ადამიანი, მათ შორის, საქართველოს 44 წლის მოქალაქე დააკავა ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“ პოლონურ მასმედიაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულები თავს პოლიციელებად ასაღებდნენ და ასაკოვან ადამიანებს თანხებს სძალავდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებდა.
პოლიციის ცნობით, 24 წლის პოლონელმა და 44 წლის ქართველმა ერთ-ერთ ხანდაზმულს 220 ათასი პოლონური ზლოტი გამოსძალეს.
ოთხივე დაკავებულს ბრალი „თაღლითობის“ მუხლით წარედგინა, მათ რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.