თბილისში ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
Sputnik
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა თბილისში მომხდარი ავარიის შედეგად.
ავტოსაგზაო შემთხვევა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გადაცვლილია 65 წლამდე მამაკაცი.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.