არასამთავრობო ორგანიზაცია ლუგარის ლაბორატორიის მუშაობის გამჭვირვალობას მოითხოვს

ჟურნალისტებმა, პოლიტოლოგებმა და მედიკოსებმა დასავლეთის ბიოლაბორატორიების პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებობის საკითხზე იმსჯელეს.
Sputnik
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. რა რისკებს შეიცავს ამერიკული ლაბორატორიები პოსტსაბჭოთა სივრცეში – ეს საკითი განიხილეს მედიცინის, პოლიტოლოგიისა და იურისპრუდენციის ექსპერტებმა მრგვალი მაგიდის „ბიოლაბორატორიები და პოსტსაბჭოთა სივრცე“ მსვლელობისას.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო ევრაზიის ალიანსი მისი თავმჯდომარის ვიქტორ კუსიანის ხელმძღვანელობით.
მრგვალი მაგიდა „ბიოლაბორატორიები და პოსტსაბჭოთა სივრცე“
ღონისძიების მონაწილეებმა შეშფოთება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში რიჩარდ ლუგარის სახელობის ამერიკული ლაბორატორია უკიდურესად დახურული დაწესებულებაა და უცნობია, რა რისკებს შეიძლება შეიცავდეს ის ქვეყნისთვის. ეს საკითხი უკვე მრავალი წელია, საზოგადოებას აშფოთებს.
„გვინდოდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ბიოლაბორატორიებთან დაკავშირებულ საკითხებზე გვემსჯელა, რადგან დასავლეთმა ძალზე აქტიურად გაავრცელა ეს ლაბორატორიები, ასე რომ, მოქმედებაა საჭირო. ეს მხოლოდ ბიოლაბორატორია არ არის. ეს არის ბიოლოგიური ომი ჩვენ წინააღმდეგ, იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის ირგვლივ არიან“, – განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში მრგვალი მაგიდის ორგანიზატორმა.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა შეადგინეს რეზოლუციის ტექსტი საქართველოს მთავრობისთვის თხოვნით, შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად ლაბორატორიის მუშაობას თვალს მიადევნებს.
მრგვალი მაგიდა „ბიოლაბორატორიები და პოსტსაბჭოთა სივრცე“
„ახლა, როდესაც ვხედავთ საქართველოსადმი მტრულ დამოკიდებულებას კიევის რეჟიმის მხრიდან უკრაინის მოვლენების გამო, მათ სურთ საქართველოზე ზეწოლა, რომ მან რამე გიჟური გადაწყვეტილებები მიიღოს. ვშიშობ, რომ შეიძლება ეს ლაბორატორია საქართველოს „დასასჯელად“ გამოიყენონ“, – მიიჩნევს ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, მრგვალი მაგიდის სტუმარი გულბაათ რცხილაძე.
მისი თქმით, თვითონ კიევს ხელი არ მიუწვდება ლუგარის ლაბორატორიაზე, მაგრამ მასზე შეიძლება ზემოქმედება მოახდინონ იმ „გლობალისტებმა“, რომლებიც ახლა უკრაინას მართავენ.
მრგვალი მაგიდა „ბიოლაბორატორიები და პოსტსაბჭოთა სივრცე“
საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია საზოგადოებრივი კონტროლის ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც აქტიურად დააკვირდება ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობას დემოკრატიული პრინციპებიდან და ქართული საზოგადოების უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს