საქართველომ გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო სასაზღვრო-გამშვები პუნქტების მუშაობა გააძლიერა

კანონმდებლების წინაშე გომელაური 2022 წელს შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშით „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში წარდგა.
Sputnik
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. გასულ წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში მგზავრთნაკადის ზრდის შესაბამისად გააძლიერა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო მიმართულება და გაზარდა დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა, განაცხადა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

„სასაზღვრო გამშვები-პუნქტები დამატებით აღიჭურვა ვიდეოსათვალთვალო კამერებით, ხოლო მესაზღვრე-კონტროლიორების სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით ინფრასტრუქტურა განახლდა“, – განაცხადა გომელაურმა.

გარდა ამისა, გაფართოვდა საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი – იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში გაიზარდა საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა.