ბასილაშვილი დოჰას ტურნირზე მაინც ითამაშებს

ბასილაშვილის მეტოქე ფრანგი ალექსანდრ მიულერი იქნება.
Sputnik
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც კვირას დოჰას ტურნირს დაემშვიდობა, მაინც მიიღებს მასში მონაწილეობას.
მოხდა ისე, რომ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ჯეკ დრეიპერი შეჯიბრებიდან ბოლო წუთს მოხსნეს და მისი ადგილი ბასილაშვილმა დაიკავა.
ქართველი ჩოგბურთელი მატჩს 21 თებერვალს ტურნირის ძირითად ბადეში 26 წლის ფრანგ ალექსანდრ მიულერის წინააღმდეგ გამართავს. ფრანგს ATP-ს რეიტინგში 173-ე ადგილი უკავია, ხოლო ბასილაშვილს – 84-ე.
მანამდე ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირის პირველ რაუნდში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ლიამ ბროუდისთან წააგო და ტურნირს გამოეთიშა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის პოზიციები ATP-ს რეიტინგში წინა სეზონის შემდეგ სერიოზულად გაუარესდა. 2023 წლის დასაწყისიდან ჩოგბურთელმა ცხრა მატჩი გამართა და მხოლოდ სამში გაიმარჯვა.
ბასილაშვილი დოჰა-2021-ის გამარჯვებულია, გასულ წელს კი ფინალში ესპანელ ბაუტისტა აგუტისთან წააგო.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს