თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 21 თებერვალს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკევცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, თაქთაქიშვილის და სანაპიროს (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის (ნაწილობრიც), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) და დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ქერჩის და დავით ჯაბიძის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, იბრაჰიმ ისპაჰანელის, იოსებ გრიშაშვილის და შოთა ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, დიმიტრი გულიას, დიდი ხეივნის, შოთა ნიშნიანიძის და გულუას ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), თამაზ მუჯირიშვილის, ბეღლეთის, ჟონეთის, მიხეილ მრევლიშვილის, კაიშაურის, აბაშვილის და გიორგი აბრამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.