მსოფლიო დღეს

ამერიკული გაფრთხილება ჩინეთს: ნუ შეახტებით პუტინის მატარებელს

Sputnik
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ჩინეთი კოლოსალურ შეცდომას დაუშვებს, თუ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ „მომაკვდინებელ დახმარებას“ გაუწევს, განაცხადა ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა.

„თუ პუტინის მატარებელს შეახტებით, ე.ი. ძალიან სულელები ხართ. ეს იგივეა, რომ „ტიტანიკზე“ ბილეთი იყიდოთ ფილმის ნახვის შემდეგ. არ გააკეთოთ ეს“, — მიმართა ჩინეთს სენატორმა ტელეარხ ABC-ს პროგრამა This Week-დან.

გრემის თქმით, თუ პეკინი ამ შეცდომას დაუშვებს, ეს „კატასტროფულად“ აისახება ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობებზე და „სამუდამოდ შეცვლის ყველაფერს“.
მანამდე, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას გავლენიანმა ამერიკელმა სენატორმა ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდა, გამოაცხადოს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, რაც აშშ-ს საშუალებას მისცემს, დასაჯოს ის ქვეყნები, რომლებიც დახმარებას უწევენ მოსკოვს უკრაინასთან კონფლიქტში.
ამ დროისათვის შეერთებულ შტატებს ოთხი ქვეყანა ჰყავს ცნობილი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოებად: კუბა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სირია.