წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
20–29 თებერვალი
20–29 თებერვლის პერიოდი თევზების ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.
ამ პერიოდში დაბადებულებს პლანეტა მერკური მართავს. ისინი მეოცნებე ადამიანები არიან და ისწრაფვიან მარტოობისა და ცვლილებებისკენ.
მნიშნელოვანი წლებია: 12, 24,36, 58, 60,72.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა მიმოზა.
ამ დეკადაში დაბადებულები მგრძნობიარენი არიან, ადვილია მათი წყენინება და გულისტკენა. თავიანთ სამუშაოს ისინი დიდი პასუხისმგებლობით ასრულებენ, ხანდახან საკუთარი ძალების ზღვარიც კი ავიწყდებათ, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია, ისწავლონ მოდუნება, დასვენება, რომ წარმატებით შეძლონ საქმიანობა და სხვადასხვა ავადმყოფობამ ხელი არ შეუშალოს.
20 თებერვალს დაბადებულები
20 თებერვალს დაბადებულები შრომისმოყვარე, ენერგიული და მომთმენი, ნიჭიერი ადამიანები არიან. ყმაწვილობისას ხშირად ისეთი მოვლენა ხდება მათ ცხოვრებაში, რომელიც მათ არცთუ იოლ ბედს განსაზღვრავს. მათი გზა წარმატებისკენ სირთულეებზე გადის. თუ პრობლემები ვერ გატეხს და წარმატებით გაუძლებენ ცხოვრების გამოცდებს, აუცილებლად გაუღიმებს ბედნიერების ვარსკვლავი და მოწიფულობაში ბედნიერებას მიაღწევენ.
20 თებერვალს დაბადებულებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია გარშემომყოფთა აზრი მათ შესახებ. არიან ყურადღებიანი ადამიანები, აქვთ შესანიშნავი მეხსიერება. არ უყვართ, როცა გარშემომყოფები მათ ივიწყებენ და მათ რომ თავი შეახსენონ, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. ისწრაფვიან, რომ ადამიანებმა ისინი სერიოზულად აღიქვან, ამიტომ საკუთარი შრომის მათეული შეფასება ყოველთვის ობიექტური და რაციონალურია.
მათი სურვილი, რომ შთაბეჭდილება მოახდინონ გარშემომყოფებზე, არცთუ უსაფუძვლოა – მათ სწამთ საკუთარი ძალების; არიან პასუხისმგებლიანი, სამუშაოს სერიოზულად ეკიდებიან; სამუშაო კოლექტივს ჰარმონიულად ერწყმიან და თავიანთ ნიჭს საზოგადო საქმეს ახმარენ. ხელმძღვანელის სავარძლის დაკავებისკენ არ ისწრაფვიან, მაგრამ როდესაც საქმეს აკეთებენ, სხვებისგანაც სამუშაოშო მთელი სულისა და გულის ჩაქსოვას მოითხოვენ და თუ გულგრილობასა და უპასუხისმგებლობას დაიანახავენ, შეიძლება „აფეთქდნენ" კიდეც.
მართალია, ხელმძღვანელობა არ იზიდავთ, მაგრამ პირველობის შეგრძნება მათთვის ძალზე ბევრს ნიშნავს. ამ დღეს დაბადებულები ფრთხილად უნდა იყვნენ საეჭვო გამარჯვებების დროს, როდესაც ამას საფუძვლად მათ მიმართ სიმპათიით განწყობილი ადამიანების აპლოდისმენტები უდევს. ისინი ზედმეტად ემოციური ადამიანები არიან, კრიტიკის მიღებაზე უარს ამბობენ, თავიანთ ცხოვრებისეულ გზას ნეგატივით განსაზღვრავენ.
20 თებერვალს დაბადებულებისთვის სიმშვიდე და გაწონასწორებულობა მხოლოდ მაშინ დადგება, თუ თავიანთი ემოციების მართვას შეძლებენ; თუმცა, საკუთარი პოზიციისა და გრძნობების შესახებ მკვეთრად გამოთქმა მათ მშვიდ მდგომარეობაშიც შეუძლიათ. ეს მათი ზედმეტი ენთუზიაზმითა და თავდაჯერებულობით აიხსნება. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ მოწიფულ ასაკში სამყაროს ფილოსოფიურად აღქმის უნარს შეიძენენ და ასეთი კატეგორიული არ იქნებიან გარშემომყოფების მიმართ.
ამ დღეს დაბადებულების გულღია და შთამბეჭდავი ადამიანები არიან – ეს მათი პლუსებია, მაგრამ, შესაძლოა, ამან უარყოფით სიტუაციებშიც ამოაყოფნოს თავი. მისწრაფებამ, რომ ყველას მოსწონდეს ისინი, შეიძლება მათი კომპრომიტირებაც მოახდინოს. მათ უნდა ისწავლონ მოვლენებზე მშვიდად რეაგირება, დათმობა, როცა ეს საჭიროა – ამით კეთილდღეობასა და ბედნიერებას მოიპოვებენ.
ჯანმრთელობა
20 თებერვალს დაბადებულებმა უნდა ისწავლონ დასვენება, რომ ზედმეტად არ გადაიტვირთონ, რადაგან ამას მათი ჯანმრთელობისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია. ასევე, შეიძლება ფსიქოლოგიური და ნერვული პრობლემები შეექმნათ, თუ ზედმეტი, გადაჭარბებული ემოციების გაკონტროლებას არ ისწავლიან. მათთვის რეკომენდებულია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, ხშირად უნდა ისეირნონ, სჯობს ბუნებაში, რაც მათი მგრძნობიარე ნატურისთვის ზედგამოჭრილია. ასევე ზომიერების დაცვა მართებთ საკვების მიღებისას – უნდა მოერიდონ ზედმეტად ცხიმიან საკვებს, ასევე ტკბილეულს.
რჩევა:
დააცადეთ ადამიანებს, გააკეთონ თავიანთი საქმე ისე, როგორც მათ შეუძლიათ, ხანდახან გგონიათ, რომ ისინი ამას გულმოდგინედ არ აკეთებენ, მაგრამ, შესაძლოა, ასე არ არის, ამიტომ ნუ გექნებათ მათ მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება. მოთოკოთ ემოციები – სხვებს თუ თქვენს გრძნობებს მოახვევთ თავს, ეს არც საქმეს წაადგება და არც თქვენდამი დამოკიდებულებას, რაც ასე გაღელვებთ.