ბათუმი-სარფის ცენტრალურ გზაზე კლდე ჩამოიშალა

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
Sputnik
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. ბათუმი-სარფის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე კლდე ჩამოიშალა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე ხელვაჩაურის მერიის წარმომადგენლები და სამართალდამცველები იმყოფებიან.
„ქვის ლოდები ჩამოიშალა ცენტრალურ გზაზე, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. სწრაფად მოხდება ტერიტორიის გაწმენდა. მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია”, - განაცხადეს მერიის წარმომადგენლებმა.
გავრცელებული ინფორმაციით, გზაზე უზარმაზარი ლოდები ყრია და შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა.
წყარო - ტელეკომპანია „მთავარი“.