ახალი ვერტმფრენები სასაზღვრო პოლიციისთვის: დეტალები

გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შემდეგ ქვეყანაში ვერტმფრენების დეფიციტი შეიქმნა
Sputnik
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. შვეულმფრენი, რომლებსაც საქართველო ფრანგული კომპანია Airbus Helicopters-გან შეისყიდის, სამაშველო და ხანძართან ბრძოლის სისტემებით აღიჭურვება, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები საქართველოში გამოიყენება არა მხოლოდ საზღვრების დასაცავად, არამედ ხანძრის ჩასაქრობად და სამაშველო ოპერაციებში. 2022 წელს გუდაურის მთებში პარაპლანერისტის გადარჩენის დროს ერთ-ერთი ვერტმფრენი ჩამოვარდა, ამის გამო ქვეყანაში ვერტმფრენების დეფიციტი შეიქმნა.
შსს-მ 2022 წელს ფრანგულ კომპანიასთან გააფორმა კონტრაქტი, რომელიც სასაზღვრო პოლიციისთვის სამი ვერტმფრენის შესყიდვას გულისხმობს.
მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემებით, H145 მოდელის მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. ახალი შვეულმფრენები სრულად იქნება დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.
წყარო - საქართველოს მთავრობა