თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თელ-ავივის ტურისტულ გამოფენა IMTM 2023-ში მიიღო მონაწილეობა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და 14 კომპანია იყო წარდგენილი.
გამოფენის ფარგლებში გაიმართა საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ პრეზენტაცია, მოეწყო შეხვედრები ისრაელის წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან.
ისრაელში გამართულ ტურისტულ გამოფენაში 52 ქვეყნიდან 1.760 კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა. IMTM 2023-ს 26 ათასამდე ვიზიტორი ჰყავდა.