თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ცნობილი ქართული ფოლკ-როკ-ჯგუფი „მგზავრები“ პარიზში 23 მარტს სოლო კონცერტს გამართავს, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
„მგზავრების“ კონცერტებს არა აქვს არც ენობრივი, არც გეოგრაფიული, არც პოლიტიკური საზღვრები. ხოლო მსმენელები დარბაზში – საუკეთესო მეგობრები და ძვირფასი სტუმრები ხდებიან“, – ნათქვამია ორგანიზატორების ანონსში.
2023 წლის თებერვლის დასაწყისში ჯგუფმა რიგით მერვე ალბომი „კამარა“ გამოუშვა.
ჯგუფ „მგზავრების“ მუსიკოსები გამოირჩევიან შესრულების ინდივიდუალური მანერით, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის ფოლკლორული რიტმები, მრავალხმიანობა, იმპროვიზაცია, ასევე თანამედროვე და კლასიკური ელემენტები.
ჯგუფი ვოკალისტმა გიგი დედალამაზიშვილმა 2006 წელს დააარსა. 2008 წელს გამოვიდა სადებიუტო ალბომი „მე მოვიგონე", რომელმაც საქართველოში დიდი პოპულარობა მოიპოვა. 2016 წლის თებერვალში „მგზავრებმა" რუსეთში ნომინაციაში Взлом პრემია Чартова Дюжина მოიპოვა.