ლუკაშენკო მოსკოვში ჩაფრინდა: იგეგმება მოლაპარაკებები პუტინთან

Sputnik
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო სამუშაო ვიზიტით ეწვია მოსკოვს, სადაც რუს კოლეგასთან ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებია დაგეგმილი, იუწყება ბელარუსის ლიდერის პრეს-სამსახური Telegram-არხზე.

„პირველი უკვე მოსკოვშია“, — ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თვითმფრინავის ტრაპთან გადაღებული ფოტოც ახლავს.

ბელარუსის სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახურის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმირ პუტინი შეხვედრაზე 5 თებერვალს, საღამოს სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ.