თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. ბათუმში, მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მიტოვებული ახალშობილი იპოვეს, იუწყება „აჭარის ტელევიზია".
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამ დროისათვის ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც შსს-ში განმარტეს, საქმეში სოციალური მუშაკები ჩაერთვნენ.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენების მუხლით, რაც ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით ან ორი წლით თავისუფლების აღკვეთით.