თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 17 თებერვალს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სულაქველიძის ქუჩის მოსახლეობას.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბოჭორმის, იალბუზის, ლუსინიანის, არბოშიკის და ზახაროვის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანდრო ეულის, ანჯაფარიძის, უნივერსიტეტის, პოლიტკოვსკაიას და მინდელის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, პეტრე იბერის და ბობ უოლშის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს აღმართის, ვერეს დაღმართის, საქანელას, ჭანტურიას და გუდიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის, საჯაიას, ავალიშვილის და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV, V მიკრორაიონების, ჯაბიძის და ხერგიანის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.