თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ათენში საბერძნეთის პრეზიდენტ კატერინა საკელაროპულუსთან შეხვედრაზე თანამშრომლობისა და საბერძნეთის რეგიონისადმი განსაკუთრებული ინტერესის საკითხები განიხილა, ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ქვეყნებს შორის მრავალსაუკუნოვან კავშირები და საბერძნეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე ხაზი გაესვა რეგიონის მიმართ საბერძნეთის განსაკუთრებულ დაინტერესებას.
საქართველომ და საბერძნეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის აპრილში დაამყარეს. მას შემდეგ ქვეყნები თანამშრომლობენ კულტურისა და განათლების სფეროებში, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში.