თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. კვების რეჟიმში ისეთი მცირე ცვლილების შეტანაც კი, როგორიცაა გვიანი საუზმე და ადრეული ვახშამი, წონის დაკლებას უწყობს ხელს, აცხადებენ ბრიტანელი მეცნიერები, რომელთა ნაშრომიც გამოქვეყნდა პორტალზე Science Dayli.
მეცნიერებმა ათკვირიანი კვლევა ჩაატარეს, რა დროსაც გააანალიზეს, რა გავლენას ახდენს კვების რეჟიმის შეცვლა მეტაბოლურ პროცესებზე. ამასთან მათ ასეთ შემთხვევაში დიაბეტისა და გულის დაავადებათა განვითარების რისკებიც შეისწავლეს.
ექსპერიმენტში 29-დან 57 წლამდე ასაკის მოხალისეები მონაწილეობდნენ, რომლებიც ორ ჯგუფად გაყვეს: პირველი ჯგუფი ათი დღის განმავლობაში ჩვეულებრივზე საათ-ნახევრით გვიან საუზმობდა, ხოლო ვახშამს საათ-ნახევრით ადრე მიირთმევდა; მეორე ჯგუფის წევრები კი მათთვის ჩვეული რეჟიმით იკვებებოდნენ. ამასთან ექსპერიმენტის ყველა მონაწილე კვების ტრადიციულ რაციონს იღებდა და არ იცავდა მკაცრ დიეტას.

ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც კვების დრო შეცვალეს, საშუალოდ ორჯერ მეტი დაიკლეს წონაში, ვიდრე საკონტროლო ჯგუფმა. გარდა ამისა, როგორც თავად განაცხადეს, მადაც დაუქვეითდათ და კვებებს შორის სასუსნავის მიღების სურვილიც გაუქრათ.
კვლევის ერთ-ერთი ავტორის, დოქტორ ჯონათან ჯონსტოუნის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მცირე კვლევა იყო, მან მაინც ძალიან ღირებული ინფორმაცია მისცა სწავლულებს იმის თაობაზე, თუ რა სარგებელი მოაქვს კვების რეჟიმში შეტანილ მცირე ცვლილებას ადამიანის ორგანიზმისთვის.
ჯონსტოუნის განმარტებით, ექსპერიმენტით მიღებული შედეგები მასშტაბურ კვლევებში იქნება გამოყენებული.
ჯონსტოუნის განმარტებით, ექსპერიმენტით მიღებული შედეგები მასშტაბურ კვლევებში იქნება გამოყენებული.
წყარო: Science Dayli