თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მთავრობის მეთაური მიუნხენის 59-ე უსაფრთხოების კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრება. ასევე დაგეგმილია თემატურ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა. გარდა ამისა, ღარიბაშვილი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 17-18 თებერვალს გაიმართება.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.