მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ინციდენტი უბედურების ზონაში: თურქ მინისტრს ფეხებთან ღუმელი აუფეთქდა - ვიდეო

Sputnik
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეთინ კოჯას, რომელიც მიწისძვრებით დაზარალებულ რეგიონში იმყოფებოდა, ინციდენტი შეემთხვა, იუწყება თურქული გამოცემა Ahaber.
გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრი ღია ცის ქვეშ ღუმელში დანთებული კოცონის წინ იდგა და სამედიცინო პერსონალს ესაუბრებოდა, როდესაც უეცრად ღუმელში რაღაც აფეთქდა და ცეცხლი ავარდა.
როგორც გამოცემა წერს, ღუმელში, სავარაუდოდ, ნახშირი გასკდა.
აღინიშნება, რომ ინციდენტისას არავინ დაშავებულა, მათ შორის არც მინისტრი კოჯა.