მსოფლიო დღეს

ვიდეო სხვა მოვლენას ასახავს: თურქეთის კომენტარი მიწისძვრების წინ ცაში უცნაურ ნათებაზე

Sputnik
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თურქეთში დამანგრეველ მიწისძვრებამდე ცოტა ხნით ადრე ცაში უცნაური ნათება დაფიქსირდა, სიმართლეს არ შეესაბამება, ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის რელიზში.

„ამ ვიდეოებს არაფერი აქვს საერთო თურქეთის მიწისძვრებთან. ორიგინალური ვიდეო გადაღებულია 2022 წლის 21 სექტემბერს ყაზახეთის ქალაქ ბალხაშში და ბაიკონურიდან კოსმოსური ხომალდი „სოიუზ MS-22“-ის გაშვებას ასახავს“, — ნათქვამია პრეს-რელიზში.

მანამდე სოციალური ქსელებით რამდენიმე ვიდეო გავრცელდა, რომლებიც თითქოს უშუალოდ დამანგრეველი მიწისძვრების წინაა გადაღებული და რომლებზეც ცაში კაშკაშა სინათლეა აღბეჭდილი.
ვიდეოების გავრცელებას მოჰყვა ვერსიები, რომ ნათება გეოლოგიური იარაღის მუშაობას ადასტურებს, ხოლო მიწისძვრა ხელოვნურად იყო გამოწვეული.