თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 16 თებერვალს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ყიფშიძის და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), მუხრან მაჭავარიანის, გოძიაშვილის, არზაყან (დიმიტრი) ემხვარის, ელიზბარ მინდელის, ანა პოლიტკოვსკაიას, ზურაბ ანჯაფარიძის, პეტრიწის და მეფე მირიანის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ) და ცაბაძის ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის, ხევძმარის და ხიზამბარელის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ქიზიყის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ნაკადულის, ჯავახეთის, ქინძმარაულის, ანდრია დადიანის, ილია ბაბუციძის და რევაზ მამისაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), საქნავთობის დასახლების, ჭირნახულის და არსენ მეკოკიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.