საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანია
Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. სამი ადამიანი დაიღუპა საგარეჯოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანია. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. კიდევ რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია, ადგილზე პოლიცია მუშაობს.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი 2“.