თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. ბათუმში ხანძრის შედეგად დამწვარი ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ ზარალი თითქმის 100 ათას ლარად შეაფასა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება უკვე მოახერხეს. ე.წ. ჰოფის ბაზრის ტერიტორიაზე დაიწვა ორი სავაჭრო ობიექტი - აკუმულატორების მაღაზია და სასურსათო მაღაზია.
თვითმხილველების თქმით, ხანძრის ადგილზე აფეთქებების ხმა ისმოდა.
შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველები და პოლიცია. ადგილზე ასევე იმყოფებოდა ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი.