ქართველმა მოციგურავემ სლოვენიაში საერთაშორისო ტურნირი მოიგო

სპეციალისტების შეფასებით, სპორტსმენმა, რომელიც 13 წლისაა, იდეალურად შეასრულა სამ-ნახევარი აქსელი.
Sputnik
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველმა მოციგურავემ ინგა გურგენიძემ ლუბლიანაში საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ფიგურული სრიალის ისტორიაში პირველად 13 წლის სპორტსმენმა იდეალურად შეასრულა სამ-ნახევარი აქსელი.
თავისუფალ პროგრამაში ინგამ, სხვა სავალდებულო ელემენტებთან ერთად, შეასრულა შვიდი ხტომითი ელემენტი, მათ შორის სამი - კომბინაციაში.
ინგა გურგენიძე
გურგენიძემ ამავე პროგრამაში შეასრულა მეორე სამ-ნახევარი აქსელი და 35 მონაწილეს შორის ოქროს მედალი მოიპოვა ორი პროგრამის ჯამში 177,82 ქულით.
ინგა გურგენიძე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 27 თებერვალს კანადის ქალაქ კალგარიში ჩატარდება.
ინგა გურგენიძე საქართველოს ნაკრებში 2022 წლის აგვისტოში მიიღეს. მანამდე ის რუსეთის ნაკრებში ასპარეზობდა. გამოდიოდა დედის გვარით – ნიკიტინა და დაახლოებით ერთი წლის წინ გადაწყვიტა მამის გვარზე გადასვლა, ხოლო შემდეგ უკვე სპორტული მოქალაქეობაც გამოიცვალა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს