თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. დადიანების სასახლეში გამართული მეჯლისის შესახებ მომზადებული სატელევიზიო ფილმი 2 პრესტიჟული საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.
ნამუშევარმა ჯილდო დაიმსახურა მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე მიუნხენში (New Wave Short Film Festival), სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში.
მეორე გამარჯვება, რომელიც დადიანების სასახლეში გამართულმა მეჯლისმა მოიპოვა, ესაა ნომინაცია იაპონიის საერთაშორისო კინოფესტივალზე (Japan International Film Festival).
ჟიურის გადაწყვეტილებით, პროექტის უნიკალურობისა და ხარისხის გამო ფილმს აჩვენებენ კინოფესტივალის ონლაინ-პლატფორმაზე 4 აპრილს და ის ფართო აუდიტორიისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
დოკუმენტური ფილმი ტელეკომპანია „იმედმა“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გადაიღო.
საშობაო მეჯლისის გამართვის ტრადიცია 2021 წელს თითქმის ერთი საუკუნოვანი პაუზის შემდეგ აღდგა.