თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2023 წელს აპირებს გააგრძელოს კრიმინალური პოლიციის რეფორმა და გააფართოოს მართლწესრიგის ოფიცრების მუშაობის სფერო, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
სამართალდამცავები უბნის ინსპექტორების ანალოგია. მათი ფუნქციები მოიცავს დანაშაულის პრევენციას, არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირებას, ოჯახში ძალადობას, სამეზობლო დავებს, არალეგალურ მიგრაციასა და მოწყვლად ჯგუფებს.
პოლიციის რეფორმა ქვეყნის ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით განსაკუთრებული აქცენტი კეთდება დანაშაულთა გამოძიების ეფექტურობაზე.
მთავრობის განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2023 წელს ყველაზე დიდ ყურადღებას სწორედ კრიმინალური პოლიციის რეფორმას და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას დაუთმობს. რეფორმის ფარგლებში, გაფართოვდება მართლწესრიგის ოფიცრების მუშაობის სფერო.
2023 წელს მართლწესრიგის ოფიცრები საქართველოს უდიდეს ინდუსტრიულ ცენტრში - ქალაქ რუსთავში გამოჩნდებიან.
გარდა ამისა, რეფორმის ფარგლებში პოლიციის თითოეულ ტერიტორიულ ქვედანაყოფში გამოჩნდნენ ანალიტიკოსები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ უწყების 2023-2025 წლების კონცეფციის შემუშავებაში.
წყარო - საქართველოს მთავრობა