თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 10 თებერვალს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ნუცუბიძის პლატოს II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, კოსტავას (ნაწილობრივ), კაპანელის, მეფე მირიანის (ნაწილობრივ), დანიბეგაშვილის, ერედვის, ტარიელის, რამაზის, ხატაეთის, შერმადინის, რაინეგსის, სტივენის, ასმათის, ბარონ დე ბაისის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ბერტა ფონ ზუტნერის, ჰუბერტის, ავთანდილის, პეტრიწის, ლვოვის, შარტავას, მგალობლიშვილის, იმედაშვილის, დარასელიას, გაგარინის, ონიაშვილის, გახოკიძის, ბოლქვაძის, ასლანიძის, ალექსიძის, პანკისის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ბზვანელის, გოძიაშვილის, ფარჯიანის, თოფურია ვალენტინის, სარაჯიშვილის, გაბაშვილის, საირმის, სულხან ცინცაძის, ბურძგლას, შმიდტის, საბურთალოს, იყალთოს, ბახტრიონის (ნაწილობრივ), არზაყან ემხვარის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IIIამიკრორაიონების (ნაწილობრივ) და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), დოდო აბაშიძის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და ვაგზლის ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის, ბარნოვის (ნაწილობრივ), კავსაძის და ფალიაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.