მსოფლიო დღეს

პეკინმა ბაიდენი დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევაში დაადანაშაულა

Sputnik
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებები, როცა ის ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს დაემუქრა, სრულიად ეწინააღმდეგება დიპლომატიურ ეტიკეტს, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მაო ნინგმა.

„ამერიკული მხარის ასეთი განცხადებები უკიდურესად უპასუხისმგებლოა და არღვევს დიპლომატიური ეტიკეტის საფუძვლებს. ჩინეთი გამოხატავს მწვავე უკმაყოფილებას და კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამას“, — განაცხადა მაო ნინგმა.

მანამდე ბაიდენმა ტელეკომპანია PBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გასულ ზაფხულს სი ძინპინს დაურეკა და დასავლური ინვესტიციების დაკარგვით დაემუქრა, თუ ის უკრაინასთან კონფლიქტში რუსეთს დაუჭერდა მხარს. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის ლიდერი უზარმაზარი პრობლემების წინაშე დგას, რომ, მიუხედავად დიდი პოტენციალისა, სის „ეკონომიკაში საქმეები არც ისე კარგად მისდის“.