საქართველოს ნაკრების მეკარე ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

ექსპერტებმა მამარდაშვილის შესანიშნავი თამაში და მისი რამდენიმე ე.წ. სეივი აღნიშნეს.
Sputnik
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ესპანეთის „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. ტურის საუკეთესო ფეხბურთელები ავტორიტეტულმა ვებ-გვერდმა Whoscored-მა განსაზღვრა.
მიუხედავად იმისა, რომ „ვალენსიამ“ ბოლო ტურის მატჩი „ჟირონესთან“ წააგო (0:1), ექსპერტებმა აღნიშნეს მამარდაშვილის შესანიშნავი თამაში და მისი რამდენიმე ე.წ. სეივი.
ანალიტიკისა და სტატისტიკის საერთაშორისო ვებ-გვერდმა „ვალენსიის“ 22 წლის მეკარეს თავდაპირველად 7,9 ქულა დაუწერა, შემდეგ კი მისი შეფასება 8,1 ქულამდე გაიზარდა და მამარდაშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.
მამარდაშვილი „ვალენსიაში“ იჯარის უფლებით 2021 წლის ივნისში გადავიდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს