მსოფლიო დღეს

პირველად კონფლიქტის დაწყებიდან: ბოსფორის სრუტეში ამერიკული გამანადგურებელი შევიდა

Sputnik
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარაკეტო ესკადრონული ნაღმმზიდი Nitze ბოსფორის სრუტეში შევიდა, რაც პირველად მოხდა რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდეგ, იუწყება აშშ-ის საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის პრეს-სამსახური.
გავრცელებული ცნობით, გამანადგურებელი, რომელიც ჯორჯ ბუში-უფროსის სახელობის მოიერიშე ავიამზიდების დაჯგუფების შემადგენლობაში შედის, გოლჩუკის პორტის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე დგას.
პორტში შესვლამდე ნაღმმზიდი სტამბულის მახლობლად შეჩერდა დოლმაბაჰჩეს ისტორიული სასახლის წინ. ხომალდის მეთაურმა კეტი ჯეიკობსონმა ბორტზე თურქეთში აშშ-ის ელჩ ჯეფრი ფლაკეს, ასევე მისიის ხელმძღვანელ სკოტ ოუდკირკსა და სტამბულში აშშ-ის გენერალურ კონსულ ჯუი იადეს უმასპინძლა ექსკურსიისთვის.
რამდენ ხანს დარჩება ამერიკული ესკადრონული ნაღმმზიდი თურქეთის წყლებში, არ კონკრეტდება.
აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ეს ამერიკული სამხედრო ხომალდის პირველი ვიზიტია თურქეთის წყლებში. ანკარამ ბოსფორის სრუტე გასული წლის მაისში დახურა სამხედრო გემებისთვის — მონტრეს კონვენციის შესაბამისად.