მსოფლიო დღეს

„მამაო ჩვენო“ თუ... ეკლესიამ ღმერთი შესაძლოა გენდერულად ნეიტრალური გახადოს

Sputnik
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ბრიტანეთის ანგლიკანური ეკლესია განიხილავს საკითხს – შესაძლებელია თუ არა ღმერთის მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი he-ს გენდერულად ნეიტრალური ტერმინით ჩანაცვლება, წერს The Guardian.
გამოცემის ინფორმაციით, ეკლესიას ამგვარი თხოვნით მღვდელმსახურებმა მიმართეს.
საკითხის შესწავლის მიზნით ეკლესია გაზაფხულზე სპეციალური კომისიის შექმნას გეგმავს.
ამასთან, როგორც ლიჩფილდის ეპისკოპოსი მაიკლ იფგრეივი აცხადებს, „ეკლესია უკვე რამდენიმე წელია იკვლევს ღმერთის მიმართ გენდერული ენის გამოყენების საკითხს“.

„გაზაფხულზე ამ სფეროში მომუშავე ორი კომისიის ახალი ერთობლივი პროექტი დაიწყება გენდერულ ენასთან დაკავშირებით. როგორც ყველა სხვა შესაძლო ცვლილებას <...> ამ საკითხის დამტკიცებასაც სრული სინოდალური პროცესი ესაჭიროება“, — აღნიშნა ეპისკოპოსმა.

გამოცემის ცნობით, პროექტის სპეციფიკა ჯერჯერობით უცნობია.
ასევე გაურკვეველია, რამ შეიძლება შეცვალოს მიმართვა „მამაო ჩვენო“ ქრისტიანობის უმთავრეს ლოცვაში, რომლის წარმოთქმაც თავად იესო ქრისტემ დაავალა მის მიმდევრებს თაობიდან თაობაში.
წყარო: The Guardian