შსს-მ ბადრი ესებუას დაკავება დაადასტურა

Sputnik
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ბადრი ესებუას დაკავება, რომელიც ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაშია ბრალდებული.
ესებუა ზუგდიდში დააკავეს. ადგილზე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ესებუას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს