ქართველი მაშველები თურქეთში მიწისძვრის შემდეგ გადარჩენილებს ეძებენ - ფოტო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები თურქეთის ქალაქ ადიამანში ჩავიდნენ.
Sputnik
თურქეთში სამაშველო ოპერაციის მსვლელობისას ქართველმა მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს ახალგაზრდა ქალი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. გადარჩენილთა სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
1 / 12

ქართველი მეხანძრე-მაშველები თურქეთში დახმარების გაწევის მიზნით ჩავიდნენ

2 / 12

სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასულ კოლეგებთან ერთად ქართველი მაშველები გადარჩენილებს ეძებენ ქალაქ ადიამანში

3 / 12

თურქეთში გაიგზავნა 60-კაციანი სპეციალური ჯგუფი

4 / 12

მოგვიანებით გადაწყდა კიდევ 40 მეხანძრე-მაშველის წარგზავნა ადიამანში, რომლებიც მალე შეუერთდებიან ძირითად ჯგუფს

5 / 12

ქართველი მაშველები აღჭურვილი არიან სამძებრო სამუშაოებისათვის საჭირო ტექნიკითა და აპარატურით

6 / 12

გუნდში ასევე არიან სპეციალურად გაწვრთნილი მაშველი ძაღლები

7 / 12

სამაშველო ჯგუფში საუკეთესო პროფესიონალები შედიან, რომლებსაც რთულ პირობებში უწევთ მუშაობა

8 / 12

ფოტოზე - ქართველ მაშველებს ნანრევებიდან ამოჰყავთ ახალგაზრდა ქალი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს

9 / 12

ქალაქ ადიამანში მოეწყო საველე ბანაკი, საიდანაც ქართველი მაშველები ადიამანის ოპერატიულ შტაბთან შეთანხმებულად მუშაობენ

10 / 12

ქართველ მაშველებს თან აქვთ აკუსტიკური მოწყობილობები, დრონები და სხვადასხვა სახის აპარატურა

11 / 12

უნდა აღინიშნოს, რომ მიწისძვრამდე ქალაქი ადიამანი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქი იყო თურქეთში

12 / 12

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ მღებრიშვილი პირადად უწევს კოორდინაციას სამაშველო ოპერაციას, რომელსაც ქართული გუნდი ატარებს