დიდი მიწისძვრები მსოფლიოში 2022—2023 წლებში

თურქეთის პროვინცია ქაჰრამანმარაშში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი გაზიანთეპიდან 37 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. სხვადასხვა ქალაქებში ასობით შენობა დაინგრა
Sputnik
მიწისძვრას 32 აფთერშოკი მოყვა, ყველაზე ძლიერი 6,6 მაგნიტუდის იყო. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა სირიის რამდენიმე პროვინციაში, ასევე ლიბანსა და ერაყში.
1 / 15

მაშველებმა შენობის ნანგრევებიდან ამოიყვანეს ბიჭი სირიის ქალაქ დანაში 2023 წლის 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ

2 / 15

2023 წლის 29 იანვარს ირანში მომხდარი მიწისძვრის შედეგები ქალაქ ჰოიში

3 / 15

პოლიციელი ამოწმებს დაზიანებულ სახლს 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ, რომელიც 2023 წლის 10 იანვარს მოხდა ინდონეზიაში

4 / 15

მიწისძვრის შედეგად დაზიანებული სახლი რიო-დელში, კალიფორნია, 2022 წლის 20 დეკემბერი. სტიქიის შედეგად დაზიანდა გზები, ელექტროენერგიის სადენები და სხვა ინფრასტრუქტურა

5 / 15

მიწისძვრის შედეგად დაზარალებულების დახმარება ჩიანჯურის საავადმყოფოში, დასავლეთ იავა, ინდონეზია, 2022 წლის 21 ნოემბერი

6 / 15

მაშველები ამოწმებენ სახლის დაზიანებულ კედელს სანტიაგოში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ. ფილიპინები, 2022 წლის 27 ივლისი

7 / 15

ადამიანები სხედან შენობის ნანგრევებში 6,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ ირანის პროვინცია ჰორმოზგანში, 2022 წლის 2 ივლისი. მომხდარის შედეგად დაიღუპა ხუთი და დაშავდა 19 ადამიანი

8 / 15

ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ მეხიკოში 2022 წლის 19 სექტემბერს

9 / 15

ჟურნალისტი ჩანგრეული ხიდის მახლობლად ტაივანში, 2022 წლის 19 სექტემბერი. მიწისძვრა მოხდა 18 სექტემბერს, რომელიც 6,9 მაგნიტუდის სიძლიერის იყო

10 / 15

მაშველებს ადამიანები გამოყავთ ჩინეთის პროვინცია სიჩუანიდან, სადაც 2022 წლის 5 სექტემერბს 6,6 ბალიანი მიწისძვრა მოხდა

11 / 15

ავღანელი მამაკაცი დგას სახლის ნანგრევებთან პაკტიკას პროვინციაში, სადაც 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. შედეგად დაიღუპა 1000-ზე მეტი და ათობით ათასი უსახლკარდოს დარჩა. 2022 წლის 24 ივნისი

12 / 15

სუშიმეიკერი აკიო ჰანზავა საკუთარი რესტორნის ნანგრევებთან მიაგის პრეფექტურაში, 2022 წლის 17 მარტი. 7,3 ბალიანი მიწისძვრა იაპონიის აღმოსავლეთ ნაწილში 16 მარტს მოხდა

13 / 15

ადამიანები კარავში 6,2 ბალიანი მიწისძვრის შემდეგ ინდონეზიაში, 2022 წლის 26 თებერვალი

14 / 15

სან-ხუან-ობისპოს სახელობის ეკლესიის დაზიანებული კედელი გვატემალადან 35 კმ-ში, ქალაქ ამატიტალნში, სადაც 6,2 ბალიანი მიწისძვრა მოხდა 2022 წლის 16 თებერვალს

15 / 15

დაზიანებული საკანალიზაციო სისტემა იაპონიის სამხრეთ-დასავლეთში წყნარი ოკეანის სანაპიროს მახლობლად, სადაც 2022 წლის 22 იანვარს 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოსდა