თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 7 თებერვალს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ჩუღურეთის რაიონი
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვები შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), დოდო აბაშიძის და კიევის ქუჩის მოსახლეობას.
15:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვები შეეხება: ჯავახიშვილის, ჩიქობავას, ტურგენევისა და საბჭოს ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვები შეეხება: ხოშარაულის და აგლაძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვები შეეხება: პეკინის (ნაწილობრივ), ყაზბეგის (ნაწილობრივ) გამზირებს, ნუცუბიძის II, IV მიკრორაიონებს, სულხან ცინცაძის, კუტუზოვის, საირმის, მიცკევიჩის, გამრეკელის, საბურთალოს, იოსებიძის, ხვიიას, ბახტრიონის, ფანასკერტელი-ციციშვილის, კოსტავას, ცაგარელის, იყალთოს, ნუცუბიძის და გამრეკელის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პეტრიძის ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვები შეეხება: რაზმაძის, ტაბიძის და ცხვედაძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვები შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონს და ვეკუას ქუჩის მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვები შეეხება: ამაღლების, მესხის ქუჩების, დაბა შინდისის და ოქროყანის დასახლების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მოსკოვის გამზირის IV მიკრორაიონის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.