სტამბულიდან თბილისის მიმართულებით ოთხი ავიარეისი გაუქმდა

თურქეთში მოსალოდნელი დიდთოვლობის გამო, ორშაბათისთვის სტამბულში დაგეგმილი 170 რეისი გაუქმდა
Sputnik
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. სტამბული-თბილისის მიმართულებით გაუქმდა ავიაკომპანია Pegasus-ის ორი რეისი და Turkish Airlines-ის ორი რეისი, იუწყება „პირველი არხი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე დაყრდნობით.
თურქეთში მოსალოდნელი დიდთოვლობის გამო, ორშაბათისთვის სტამბულში დაგეგმილი 170 რეისი გაუქმდა. რეისების გაუქმება ჰიდრომეტეოსამსახურის რეკომენდაციით გადაწყდა.
ტელეარხის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობს შეფერხებების გარეშე, სხვა რეისები განრიგის მიხედვით სრულდება.