საპატრულო პოლიცია მძღოლებს აფრთხილებს

სინოპტიკოსები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამინდის მკვეთრ გაუარესებას ვარაუდობენ.
Sputnik
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. რეგიონებში მოსალოდნელი ძლიერი თოვისა და ლიპყინულის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, გზებზე იმოძრაონ ზამთრისთვის განკუთვნილი შესაბამისი საბურავებით.
სინოპტიკოსების პროგნოზით, სამშაბათიდან, 7 თებერვლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით.
აქედან გამომდინარე, უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები.