მსოფლიო დღეს

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა: არის მსხვერპლი - ვიდეო

Sputnik
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. თურქეთის სამხრეთში დილის 04:17 საათზე 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც ნგრევა დ ამსხვერპლი მოჰყვა არა მარტო თურქეთში, არამედ მოსაზღვრე სირიაშიც.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 200-მდე ადამიანი, დაშავებულია 400-ზე მეტი კაცი და დანგრეულია 130-ზე მეტი შენობა.
გავრცელებული ინფორმაციით, რყევები იგრძნობოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთშიც.
მიწისძვრას 32 აფტერშოკი მოჰყვა, რომელთა შორის ყველაზე ძლიერი 6,6 მაგნიტუდისა იყო.