მსოფლიო დღეს

ამერიკელი დემოკრატების უმეტესობას ბაიდენის მეორე ვადით არჩევა არ სურს: გამოკითხვა

Sputnik
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერების უმეტესობას მიაჩნია, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის პრეზიდენტობის ერთი ვადა საკმარისია, წერს სააგენტო Associated Press გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, რომელიც საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა NORC ჩაატარა.
როგორც გამოკითხვამ აჩვენა, დემოკრატების მხარდამჭერი ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 37%-ს სურს, რომ ბაიდენმა მეორე ვადითაც უხელმძღვანელოს ქვეყანას. ეს მაჩვენებელი შარშანდელ შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე 52% იყო.
როგორც AP წერს, რესპონდენტები თავიანთ დამოკიდებულებას პრეზიდენტის ასაკით ხსნიან. ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ 80 წლის ჯო ბაიდენის ხშირ ხველაზე, სიარულის მანერასა თუ მის ცდომილებებზე.
მათი თქმით, „მსოფლიოში ყველაზე სტრესულ სამუშაოს უფრო ახალგაზრდა ადამიანი უნდა ასრულებდეს“.
გამოკითხვა 26-30 იანვარს ჩატარდა. მასში ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. სტატისტიკური ცდომილება +/- 4,2%-ს შეადგენს.
ბაიდენი ქვეყნის პირველი პრეზიდენტია, რომელმაც სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე ყოფნისას 80 წლის იუბილე აღნიშნა. 2024 წელს, როდესაც შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, ჯო ბაიდენი 82 წლის იქნება.
წყარო: Associated Press