თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მიაღწია კომპრომისს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ახლო აღმოსავლეთში ინტერესებთან დაკავშირებით.
პრემიერის თქმით, ირანს სურს შექმნას „არმია“ და განათავსოს იგი სირიაში, ისრაელის საზღვართან.
„სწორედ ირანს სურს შექმნას ბირთვული იარაღი, ეს სურს ჩვენს გასანადგურებლად... თავდაპირველად მე ვუთხარი პუტინს: „შეხედე, ჩვენ გვაქვს არჩევანი: შეგვიძლია წავიდეთ კონფრონტაციაზე, ან ვიპოვოთ საერთო ენა. ისრაელი თავისუფლად მოქმედებს... ჩვენ არ ვერევით თქვენს ქმედებებში სირიაში და შენც თავს გვანებებ“, - უამბო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა საუბრის დეტალები ფრანგულ ტელეარხ LCI-ს.
მისი თქმით, მიღწეული იქნა კომპრომისი, „რომელიც ემსახურება ისრაელის ინტერესებს და ამიტომ პუტინი ფიქრობს, რომ ეს არ ემუქრება რუსეთის ინტერესებს“.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ერთმანეთს თავი დავანებოთ, თითოეულმა თავის მხრივ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ირანმა „არ მიიღოს ბირთვული იარაღი".