ვითარება გზებზე: სად მოქმედებს შეზღუდვები

საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესდა.
Sputnik
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. თოვლმა, ლიპყინულმა და ზვავსაშიშროებამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა, რის გამოც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დააწესა.
ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-52 კმ მონაკვეთზე (გომი–საჩხერე) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ასევე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზის 76–97 კმ მონაკვეთზე (ახალციხე–ვალე). დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ინტენსიური თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62 კმ მონაკვეთზე (ნაქერალას უღელტეხილი), ასევე საჩხერე(სარეკი)–უზუნთა–შქმერი–ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110 კმ მონაკვეთზე (ფარავანის უღელტეხილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.